,,ევროპული საქართველოს” რუსთავის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს

,,ევროპული საქართველოს” რუსთავის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. ორგანიზაციის 30 -მდე აქტივისტი, აგიტატორი და შტაბის ხელმძღვანელი ევროპულ საქართველოს ემიჯნება და “ქართულ ოცნებას” უერთდება.

რუსთავის ჭყონდიდელის შტაბის ახლა უკვე ყოფილი უფროსის მინდია კეჭაყმაძის თქმით, მათთვის მიუღებელია , ევროპული საქართველოს მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა, რის გამოც მათ “ქართულ ოცნების” და სალომე ზირაბიშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს.

პარტია “ევროპული საქართველოს” რუსთავის რაიონულ ორგანიზაციაში აღნიშნულს არ ადასტურებენ. ნინო იმედაშვილის თქმით, მინდია კეჭაყმაძე არასდროს ყოფილა “ევროპული საქართველოს” წევრი, ის “ქართული ოცნების” რიგებში ირიცხებოდა და არჩვნების პირველ ტურზე “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერის სურვილი მან თავად გამოთქვა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც დღეს ბრიფინგზე იმყოფებოდნენ, იმედაშვილის თქმით, მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ პარტიასთან