ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-თან დიალოგისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტის ვლდიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აშშ-თან დიალოგისთვის მზადაა. ეს განცხადება პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, ვაშინგტონთან დიალოგი განაახლოს და ეს ეხება საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებასაც.

„ყველა შემთხვევაში, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. ეს ხომ ჩვენ არ ვართ, ვინც ამ შეთანხმებას ტოვებს. ამას ამერიკელები აპირებენ. ჩვენც და ისინიც დიალოგის განახლებაზე ვართ ორიენტირებული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე, არამედ ექსპერტების დონეზეც მიმდინარეობდეს. იმედი მაქვს, სრულმასშტაბიანი დიალოგი განახლდება“, – განაცხადა პუტინმა.