მარნეულში საცხოვრებელი ბინა აფეთქდა

დღეს აფეთქება მოხდა მარნეულში.

რუსთაველის N41-ში ბუნებრი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი ბინა აფეთქდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 09:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფედოდა.

დაშავებული მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პლიცია.