მაშველებმა დედის შემდეგ ნანგრევებში ჩვილის ცხედარიც აღმოაჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ქალი და 9 თვის ჩვილის ცხედარი იპოვეს.

დედა-შვილის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აფეთქება დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.