მინი ფეხბურთში რუსთავის პირველობა ფალიაშვილის გუნდმა მოიპოვა

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით მინი ფეხბურთში რუსთავის პირველობა ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა 18 წლიდან ზევით 10 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა 21-მა გუნდმა მიიღო დღეს კი ფინალური თამაში ჩატარდა.გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები, რომლებსაც თასებთან და სიგეებთან ერთად ფასანი საჩუქრები გადაეცათ.

ფინალურ ტურში ერთმანეთს 21–ე მიკრორაიონისა და ფალიაშვილის ქუჩის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კი ფალიაშვილის გუნდმა მოიპოვა და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

მესამე ადგილზე კი გუნდი “კარე” გავიდა.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარიანი, მეორე–600 და მესამე ადგილზე გასულ გუნდს 400 ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადაეცათ.
ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ისახავს მიზნად.