მიუსაფარი ცხოველების მომსახურებაზე ტენდერი მეხუთედ გამოცხადდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის მომსახურებისთვის ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. მერია მომსახურების გაწევას ამჯერადაც 16 ათას 949 ლარად გეგმავს. ტენდერში ამ დროისთვის მონაწილეობის სურვილი  მხოლოდ ორმა კომპანიამ გამოთქვა. ცნობილი ხდება, რომ ერთ ერთი მათგანი ტენდერის პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა და საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია უნდა უზრუნველყოს. ცხოველთა დამცველები ტენდერის რამდენიმეჯერ ჩაშლას თანხის სიმცირეს უკავშირებდნენ, შედგება თუ არა მომსახურებაზე მეხუთედ გამოცხადებული ტენდერი და მოახერხებს თუ არა მარნეულის მერია ამჯერად მაინც კომპანიის შერჩევას ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.