მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

არსებული ცნობით, მინისტრის მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი.

მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა. ის ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში მოხდა.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.