მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” იმყოფებოდნენ

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. უფროსკლასელებმა სასწავლო ცენტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ქვეყნის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

ვიზიტი მიზნად ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღ​ლებას და ინფორმაციის მიწოდებას ისახავს. მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას  ქართველი სამხედროები.

მოსწავლეების ვიზიტი სასწავლო ცენტრში რუსთავის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით განხორციელდა.