მუნიციპალური პროგრამებისა და სოციალური მომსახურების მოდელის პრეზენტაცია

მუნიციპალური ფულადი და არაფულადი პროგრამები ,  სოციალური მომსახურების სტანდარტები და სოციალური  მოდელი -ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია , რომელიც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა  რუსთავის თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს . პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის  „ ფარგლებში მხარეებმა სოციალური მომსახურების სტანდარტებისა და სოციალურად დაუცველი , უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის მოდელის შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია  . ასოციაციის წარმომადგენლებმა რუსთავის თვითმმართველობას  უსაფრთხო ხელმისაწვდომი და ბარიერებისგან თავისუფალი თავშესაფრის მოდელი  შესთავაზეს , რომელიც რეგიონის მასშტაბით  ბენეფიციარებისთვის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას და  სამომავლოდ პირის სოციუმში ინტეგრირებას გულისხმობს . სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თავშესაფრის მოდელი რეგიონებში კვლევის საფუძველზე შეიმუშავა , რაც საჭიროებების მიხედვით ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარისთვის  გადაუდებელ და რეგულარულ მომსახურებას მოიცავს. თავშესაფრის კონცეფცია ორ მომსახურებას გულისხმობს გადაუდებელს და რეგულარულს , გადაუდებელი თავშესაფრის მომსახურება გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისთვის , როცა პირმა ან ოჯახმა საცხოვრებელი ფართი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაკარგა , ხოლო რეგულარული თავშესაფრის მოდელით გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვის , ვისაც გადაუდებელი მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ აქვს საცხოვრებელი.

როგორც რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ , შემოთავაზებული თავშესაფრის მოდელი და სოციალური მომსახურების სტანდარტები ბენეფიციარების მომსახურების და საბოლოოდ მათი ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა , რომელსაც რუსთავის სოციალურ საცხოვრისში გამოიყენებენ .

პროექტი „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის „ world vision “ საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.