რა პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაიზარდა ფასები ოქტომბერში

2018 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯანდაცვა 6.1%-ით, ტრანსპორტი 6.5%-ით, ტანსაცმელი კი 6,3%-ით გაძვირდა. წლიური ინფლაციის დონემ კი, ოქტომბერში 2,3 პროცენტი შეადგინა.

რა გაძვირდა ერთ თვეში
2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები მომატებულია რამდენიმე ჯგუფზე.

კერძოდ: ტანსაცმელზე ფასები გაიზარდა 6,3- %-ით. საიდანაც ფეხსაცმლის – 12,6%-იანი, ხოლო, ტანსაცმელის ქვეჯგუფებზე 3,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზრდილია 0,6%-ით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე კი 1,1%-ით;

ალკოჰოლური სასმელებზე ფასებმა 0,7%-ით, ხოლო, თამბაქოს ნაწარმზე 1,5 %-ით მოიმატა;

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6%-ით. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 1,2 %-ით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 0,3%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 0,2%-ით.

რა გაძვირდა ერთი წლის განმავლობაში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 2,3 პროცენტი შეადგინა, რომლის ფორმირებაზეც ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 %-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 10,3 %-ით გაიზარდა, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2,4%-ით;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6,1%-ით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 12,0%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3,8%-ით და საავადმყოფოების მომსახურება 2,3-%ით;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,7%-ით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე 9,5%-ით, ისე ალკოჰოლურ სასმელებზე 1,9%-ით;

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების 7,7%-ით, ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების 4,2%-ით, ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების 2,5%-ით ქვეჯგუფებზე.