რა პროექტები განხორციელდება რუსთავში რეგიონული ფონდის დაფინანსებით

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები 2019-2021 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ. რუსთავში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებია: გარეჯის ქუჩის გაგრძელება, გაგარინის ქუჩა შემოვლითი გზის გაგრძელება, რომელზეც სამ მილიონ ლარამდე იხარჯება. ასევე მარცხენა სანაპიროზე გზების და ტროტუარების მოწყობა. ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩებს შორის სკვერის მოწყობა. ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობა. ქუთაისის ქუჩის ტროტუარების მოწყობა. 32-ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. კოსტავას გაგრძელების რეაბილიტაცია, ფასადები და შემდეგ უკვე გზები. ჭყონდიდელში საგზაო ინფრასტრუქტურა და ფასადები. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდება. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია სკოლების რეაბილიტაციაც. სკოლებისთვის 850 ათასი ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა მუნიციპალური განვითარების ფონდი და საგზაო დეპარტამენტიც პარალელურად განახორციელებს პროექტებს.