რუსთავის “სთილერსი” ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა (+ფოტო)

რუსთავი ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლა. ფინალში ერთმანეთს რუსთავის “სთილერსი” და თბილისის “ქრუსაიდერსი” დაუპირიპსპირდნენ. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული იყო, პირველივე წუთებში რუსთაველები დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ნახევრის ბოლო წუთებში თბილისელებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს.საბოლოოდ კი რუსთავის “სთილერსმა” მოახერხა და თბილისის “ქრუსაიდერსი” დიდი სხვაობით 24:18 დაამარცხა.

სტადიონზე მისულ გულშემატკივარს დღეს დაძაბული და საინტერესო მატჩის გარდა, მრავალფეროვანი შოუ პროგრამისთვის ნახვის შესაძლებლობაც ჰქონდა.
ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ფოიერვერკით დასრულდა.

ფინალური თამაშის მხარდამჭერები იყვნენ რუსთავის მერია და „შტატი51. ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია.
მატჩის მედია მხარდამჭერია „tv4“ და „რადიო 4“. მატჩის ყურება ჩვენს მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეეძლო, ასევე პირდაპირი ტრანსლირება გადაიცემოდა ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც.