რუსთავში სკოლების თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში მეცამეტე მოწვევის სკოლების თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს  . არჩევნებზე რუსთავის ყველა საჯარო სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ რომლებიც პრეზენტაციების სახით სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ . გამარჯვებულს კენჭისყრის საშუალებით აირჩევენ .
გასულ წელს სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებმა 60 -მდე პროექტი განახორციელეს , რომელიც კულტურულ , შემეცნებით , საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა  .