საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაცია შესაძლოა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდეს

საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაცია შესაძლოა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდეს. ამის შესახებ ტვ4–ს ქვემო ქართლის სახელმწიფო–რწმუნებულ გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბაღების რეაბილიტაციისთვის რეგიონში და მათ შორის რუსთავშიც, ადგილობრივი  ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხები სხვა მიმართულებების დაფინანსებაზე იქნება მობილიზებული.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს უკვე მოუწოდა, შესაბამისი დოკუმენტაცია და იმ ბაღების ნუსხა მოამზადონ, სადაც ინფრასტრუქტურის კუთხით პრობლემები არსებობს.