საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება, მუნიციპალიტეტის 5სოფელში : ბოტანიკში , კალინოოში , ახალშენში , ბირლიკში და თაზაქენდში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს . სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სოფლებში  4 კილომეტრი სიგრძის შიდა გზები მოასფალტდება  . გარდა ამისა 1 500 კმ სიგრძის გზა მოასფალტდება სოფელ ნაგებში .

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული გზა სოფლების მთავარი პრობლემა იყო და რეაბლიტაციის წლების განმავლობაში ითხოვდნენ .

შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  684 000 ლარია გამოყოფილი.