სავარაუდოდ იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, რომლის სამძებრო ღონისძიებაც ამ წუთებში ტარდება

ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობ სგორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. არაოფიციალური წყაროებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ.

ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.