მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთავის საარჩევნო შტაბში პარტიულ აქტივს ხვდება. ზურაბიშვილი შტაბში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ტვ4–ის კითხვაზე თუ რა მოლოდინები აქვს მას მეორე ტურში რუსთავსა და ქვემო ქართლში სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა „ხალხი მელოდება, რაც უფრო მნიშვნელოვანია“. შეხვედრას პარტიული აქტივი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში, რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებიან.