საქართველოში თოვლ-ჭყაპს ელოდებიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვი­რის ბო­ლომ­დე წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნაცხა­და, ზო­გი­ერთ დღეს, მათ შო­რის 15 ნო­ემ­ბერს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში თოვლ–ჭყა­პია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

წუ­ხელ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთა­ში თოვ­და. კერ­ძოდ, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­სა და გუ­და­ურ­ში, სა­დაც თოვ­ლის სი­მაღ­ლე უკვე 18 სან­ტი­მეტ­რია. მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლი დღეს ღა­მი­თაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ბარ­ში კი კვლავ იწ­ვი­მებს.