სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ Tv4–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოში განუცხადეს. მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, ინსპექტირება გასულ თვეში რეგიონში 77 კვების ობიექტში ჩატარდა. 70 შემთხვევაში კი სააგენტოს თანამშრომლებმა სინჯი აიღეს. 2 კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. მათ შორის არის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო. ობიექტების მფლობელები ფულადი თანხით 1000 ლარით დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შვიდ შემთხვევაში დაწერეს სამართალდარღვევის ოქმი.