შეიქმნება კომისია,რომელიც იმუშავებს ყველა დაზარალებულთან-შოთა რეხვიაშვილი

შეიქმნება კომისია,რომელიც იმუშავებს ყველა დაზარალებულთან- ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა. მხარის პირველი პირის თქმით, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია,რომ მოხდეს ზარალის განსაზღვრა და ზიანის იდენტიფიცირება,იმისათვის რომ კანონიერ სივრცეში, კომპეტენციის ფარგლებში მოხდეს დაზარალებულების დახმარება. გუბერნატორის თქმით, ზარალის განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვანია ასევე, ყველა საგადასახადო დოკუმენტი,ვინაიდან დაზარალებულების ნაწილს მოწესრიგებული აქვს ბუღალტერია, ნაწილი კი მცირე მეწარმეა.
„დღესვე ჩვენ შევუდგებით ამ საქმეს და ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ ყველასთან. ბუნებრივია მოქალაქეებს უნდა გაეწიოთ დახმარება,მაგრამ ეს ყველაფერი კანონიერ სივრცეში უნდა მოხდეს. ჩვენი მიზანია იდენტიფიცირება გავუკეთოთ მათ ზარალს და განვსაზღვროთ რა მიმართულებით შეგვიძლია მათი დახმარება“ -განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.