შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ოლიმპიადაზე ერთმანეთს რუსთავის  კერძო და საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრებებში მონაწილეობას 2002-2003-2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტის 8 სახეობაში იმართება. მომდევნო შეჯიბრება 27  ნოემბერს ფრენბურთში გაიმართება.