შსს ადასტურებს,რომ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავს ეძებენ

შსს ადასტურებს,რომ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავს ეძებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კახა საბანაძის განცხადებით, 14 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და
აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით,“ – განაცხადა კახა საბანაძემ.