,,ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო,არ ეწეოდა,არ სვამდა”-რას ჰყვება მარნეულში გარდაცვლილის ბიჭის მამა

მარნეულში ,სოფელ წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მამა TV4-თან საუბრისას ჰყვება,რომ მისი შვილი სახლიდან სავარჯიშოდ სრულიად ჯანმრთელი გავიდა. გარდაცვლილი მოზარდის მამა ამბობს,რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია და ის წელიწადნახევარია უკვე სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა. ოჯახის წევრებისთვის გაურკვეველია რა გახდა 16 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი.

Tv4-ის ინფორმაციით ,მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა,მან სტადიონს ორი წრე დაარტყა და შეუძლოდ გახდა. თვითმხილველებმა ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ძალებით გადაიყვანეს,თუმცა ,როგორც ისინი ამბობენ,16 წლის ბიჭმა გონება სავარჯიშო სტადიონზევე დაკარგა.

შეგახსენებთ,16 წლის ბიჭი,სოფელ წერეთელში,სტადიონზე ვარჯიშის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ის მარნეულის სოფელ წერეთლის რაგბის გუნდში თამაშობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.