ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს –ბიძინა ივანიშვილი

ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად–განაცხადა ივანიშვილმა

ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე მიიღო და დალოცა.
შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
„ამ არჩევნებით ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია დამყარდა ნამდვილად. ქვეყნის დემოკრატიულობა. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა, კითხვები ბევრია, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.