ხმაური ბიუროს სხდომაზე

ხმაური ბიუროს სხდომაზე. რუსთავის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს , დავით მაღლაკელიძესა და მოქმედ თავმჯდომარეს ლევან ონიანს შორის ურთიერთშელაპარაკება მე12 მკ/რ-ში პოლიციის შენობის მშენებლობისთვის არსებული ტერიტორიისთვის ზონის ცვლილებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, მეთორმეტე მიკრორაიონში პოლიციის ახალი განყოფილება უნდა აშენდეს. ტერიტორია, სადაც შენობის მშენებლობა იგეგმება რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს და საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტერიტორიისთვის ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით. რეკრეაციული ზონა უნდა შეიცვალოს საქმიან ზონად. ზონის ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია დავით მაღლაკელიძე, რასაც არ იზიარებს ლევან ონიანი. დღესვე გარკვეული შენიშვნები ჰქონდა ლევან ონიანს საკითხის მომხსენებელთანაც. მისი თქმით აღმასრულებელმა ორგანომ მომხსენებლად კომპეტენტური პირის წარდგენა უნდა უზრუნველყოს. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.