ხმაური რუსთავის #26 საარჩევნო უბანზე (+ფოტო)

ხმაური იყო რუსთავის #26 საარჩევნო უბანზე.

საარჩენვო უბანზე მისული და ძმა ამტკიცებდა, რომ მათ ხმის მიცემის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველ ქალბატონს მარკირება აღენიშნებოდა და ხმის მიცემას ვერ შეძლებდა. ამომრჩევლის მტკიცებით, კი ის საკუთარი ნების გამოსახატად საარჩევნო უბანზე პირველად მივიდა და მისთვის გაურკვეველია თუ რატომ მოხდა გაუგებრობა. მოგვიანებით ძმას საშუალება მიეცა საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინა. გოგონას შემთხვევაში კი კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მას საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მიეცა.

ადგილზე იმყოფებოდა #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური და კომისიის მდივანი. მათი ინფორმაცით დეტექტორმა ძმის შემთხვევაში მარკირება არ დააფიქსირა და მას მიეცა ხმის მიცემის საშუალება. მომხდარის გამო კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულა.

ადგილზე სამართალდამცველების გამოძახებაც გახდა საჭირო.