16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

სტადიონზე ვარჯიშისას ბავშვი გარდაიცვალა . შემთხვევა მარნეულში, სოფელ წერეთელში მოხდა. 2002 წელს დაბადებულ ბიჭს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: რადიო “მარნეული”