2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ცვლილებები ელოდებათ

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს გარკვეულ საგნებში ცვლილებები ელოდებათ. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას, ქართულ ენასა და ლიტერატურას ,გეოგრაფიას და უცხოურ ენებს შეეხება. გამცოდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებში ტესტების ანალიზებმა აჩვენა,რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა,თუმცა ამ ცვლილებების მიუხედავად არ შეიცვლება მინიმალური პროცენტული ზღვარი.
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტექსტში მხოლოდ სამ დავალებას,ტექსტის რედაქტირებას, არგუმენტირებული ესეს  და მხატვრული ტექსტის ანალიზს  შეასრულებენ-ცვლილებების თანახმად, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს 15 ქულიანი არჩევით პასუხებიან დავალება მოაკლდება. ცვლლილებების შედგად საგამოცდო ტექსტი 80ის ნაცვლად 70 ქულიანი იქნება-ტესტის დავალების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება სამი საათი და 45 წუთი.

უცხოური ნების გამოცდაში, აბიტურიენტებს მეშვიდე არჩევით პასუხებიანი დავალება აღარ დახვდებათ. დავალება,რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა გაუქმებულია – გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრამტიკის ცოდნა ტესტში არსებული წერითი დავალების საშალებით შემოწმდება. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა უცხოურ ენაშიც შემცირდა და 90 ის ნაცვლად, უმაღლესი ქულა საგანში 80 ქულით განისაზღვრა. შესაბამისად  10 წუთით შემცირდა საგამოცდო დრო და ტესტის შესასრულებლად აბიტურიენტებს 2 საათი და 30 წუთი ექნებათ.

ლიტეარუტის ეროვნულ გამოცდაზე 2019 წლიდან ტესტიდან ამოღებული იქნება ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვები ბლოკი(მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა . საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა80,როგორც ეს წინა წლებში იყო. ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად ნახევარი საათით შემცირდება გამოცდისთვის განკუთვნილი დროც,4 სათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

რაც შეეხება გეოგრაფიის გამოცდას , ტესტში გაიზრდება ე.წ ღია დავალებების ხვედრითი წილი,რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე. შემცირდება ე. წ არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1,2,3, და 4 წულიანი ღია დავალებების ბლოკი.

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები:  კითხვა არჩევითი პასუხებით, რუკის ანალიზი(ფიზიკური და ტოპოგრაფიული_ ინფორმაციის ანალიზი.)

ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა .

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით,აბიტურიენტებს გამცოდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს  A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისთვის .2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.