29 ნოემბერს რესტორან ლაზიკაში გრანდიოზული შოუ-პროგრამა იგეგმება (+ფოტო)

29 ნოემბერს რესტორან „ლაზიკაში“ მისულ სტუმრებს გრანდიოზული შოუ–პროგრამა ელოდებათ. 
რესტორან „ლაზიკას“ 12 ქვეყნის საერთაშორისო სტუმარი ეწვევა. სილამაზის კონკურს „მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018“–ის ფარგლებში 20 ულამაზესი გოგონა რესტორნაში დაუვიწყარ  შოუს წარადგენს. გარდა ამისა „ლაზიკას“ სტუმრების განწყობაზე 29 ნოემბერს  ქართული ესტრადის მომღერლებიც იზრუნებენ.
„ლაზიკაში“ ეკა კვალიაშვილი,ბარბარა სამხარაძე  და თაკო ესებუა იმღერებენ.  ია ყანჩაველი  კი საკუთარი კომპოზიციებით შეეცდება „ლაზიკას“ სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქოს.

„ლაზიკაში“ გაიხსნება ახალი სივრცეც, რესტორნის პირველ სართულზე ლაივ ბარი იხსნება, რომელიც  29 ნოემბრიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებს სტუმრებს.

თუ გსურთ სასიამოვნო  გარემოში გაატაროთ საღამო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ, ეწვიეთ 29 ნოემბერს რესტორან „ლაზიკას“, გარდა შოუ პროგრამისა „ლაზიკაში“ უგემრიელესი ქართულ ევროპული სამზარეულო გელოდებათ.