ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება

საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება პრეზიდენტის ინავუგურაცია.

ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ჯერ არ გეტყვით. თუნდაც, თბილისში არის რამდენიმე ვარიანტი – ვმსჯელობთ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„არაფერი არ არის ჯერ მართალი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამას ჯერ არ გეტყვით. ვარიანტები, თუნდაც, თბილისში, არის რამდენიმე. ჯერ ვმსჯელობთ ამაზე. როცა მეცოდინება, გეტყვით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.