ოპოზიცია სოციალური პროგრამების წესის ცვლილებას ითხოვს

მერიის სოციალური პროგრამების გარკვეული ნაწილის ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა.

საკრებულოს სხდომაზე დღეს ათ სოციალური პროგრამაში ცვლილებებს უყარეს კენჭი.
ცნობილი ხდება , რომ მედიკამენტებით დახმარების პროგრამაში 10 ათასი ლარის გახარჯვა ვერ
მოხერხდა და აღშნული თანხები სხვა პროგრამების განხორციელებისკენ იქნა მიმართული. გარდა ამისა, ახალგაზრდა ინიციატორთა პროგრამაში, რომელიც წელს პირველად გაზაფხულიდან მიმდინარეობდა,91 ათასი ლარის ეკონომია დარჩა. როგორც სხდომაზე იქნა განმარტებული, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიმართვიანობა ნაკლები იყო, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან მხოლოდ 9 ათასი ლარის ათვისება მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ოპოზიცია სოციალური პროგრამების დაფინანსების წესში ცვლილებას ითხოვს. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ თანხები მიზანმიმართულად უნდა იქნას გაწერილი. კონსულტაციებისთვის მზად არის უმრავლესობაც. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ფიქრობს, რომ საკითხი სამუშაო ფორმატში უნდა იქნას განხილული.
ამასთან, ონიანის თქმით პროგრამებში ეკონომიის სახით დარჩენილი თანხები სხვა მუხლებში ნაწილდება და აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს. დღესვე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრისა და ისტორიული მუზეუმის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს უყარეს კენჭი.