რუსთავის დიდების მემორიალს და შოთა რუსთაველის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავის დიდების მემორიალს და შოთა რუსთაველის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება .

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მემორიალისა და შოთა რუსთაველის ძეგლის გარშემო აშენდა დამცავი კედელი და მიმდინარეობს ფილების აღდგენა . როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნავენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შაგი ასრულებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 000 ლარია გამოყოფილი.