ამირან ჯანჯღავას წლის ანგარიში #10 ოლქს-დეპუტატმა კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა

კარდაკარ სიარულის პრინციპით ჩაბარებული ანგარიში და მჭიდრო კომუნიკაცია ამომრჩეველთან-ამირან ჯანჯღავამ დეპუტატობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია, კარდაკარ სიარულის პრინციპით საკუთარი ოლქის მცხოვრებლებს წარუდგინა.ერთი წლის მუშაობის ანგარიში დღეს #10 ოლქის მცხოვრებლებმა მოისმინეს.

მოსახლეობასთან მჭიდრო და პირდაპირი კომუნიკაციის მიზნით, დეპუტატმა რიგით მესამე კარდაკარ შემოვლის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრა სიმბოლურად იმ ქუჩიდან დაიწყო, სადაც მისი პროექტი ,,ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ განახორციელა.

დეპუტატობის ერთი წელი, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და დეპუტატის საქმიანობა წარმომადგენლობით ორგანოში-ეს ინფორმაცია დღეს ოლქის მცხოვრებლებმა სპეიალურად დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტების საშულებით მიიღეს.
დეპუტატი კარდაკარ სიარულის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრების მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს. შეგახსენებთ ამირან ჯანჯღავა , მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი, #10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. დეპუტატის პირადი ინიციატივთ განხორციელდა ქალაქში ისეთი პროექტები,როგორებიცაა „ქალაქი ბიბლიოთეკა“ , ,,ქართველი მწერელები ჩვენს ყოველდღიურობაში“. მისივე ინიციატივით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს ფიტნეს კლუბებში უფასო აბონიმენტები გადაეცათ. #10 ოლქში მისი ხეკშეწყობით განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.