გიმნაზიის დირექტორმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა

#24 ქართული გიმნაზიის დირექტორმა მანანა გოგოლაძემ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. tv4-ის ინფორმაციით, მანანა გოგოლაძემ სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა ,თუმცა საბჭომ წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერა. შესაბამისად, მანანა გოგოლაძე ამ დრომდე გიმნაზიის დირექტორის პოსტს ინარჩუნებს. tv4 საკითხთან დაკავშირებით თავად გოგოლაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

“ახლა ისეთ ვითარებაშ ვარ, ვერც თანხმობას გეტყვით და ვერც უარვყოფ”-განაცხადა მანანა გოგოლაძემ

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქრონიკის ექსკლუზიური ინფორმაცია, თავად გოგოლაძემ დაადასტურა და წასვლის სურვილის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ამავე თემაზე იხილეთ: https://tv4.ge/2018/12/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93/