დღეიდან მოსამართლეების კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან იუსტიციის საბჭოს ხელში გადავიდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავიდა.
ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა 28-მოსამართლემდე უნდა გაიზარდოს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი აირჩევს. ასევე, პარლამენტი 10 წლის ვადით აირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრთაგან შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. კონსტიტუციური რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.