თბილისის „მეტროპოლიტენი“ საბურთალოს ხაზზე, შეფერხებით მუშაობს

ტექნიკური გაუმართაობის გამო,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს.

კომპანიის განმარტებით, მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.

„ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მეტროს სადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.

მეტროს სადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თბილისის „მეტროპოლიტენის“ პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“) შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.