მეთორმეტე მიკრორაიონში ავტოფარეხების ნაცვლად სკვერი შენდება

სკვერი ავტოფარეხების ნაცვლად. მეთორმეტე მიკრორაიონში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით და რუსთავის მერიის დაფინანსებით  სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.  დასასვენებელ სივრცეში სკამები, გარე განათების სისტემა  და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ავტოფარეხები იყო განთავსებული, ადგილობრივების გადაწყვეტილებით მოხდა ავტოფარეხების დემონტაჟი და მის  ნაცვლად პირველ ეტაპზე სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო, ახლა კი მინისკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტზე საერთო ჯამში  80 ათას ლარამდე უკვე დაიხარჯა. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო მოედანსა და მინი ატრაქციონსაც. იმ შემთხვევაში თუ  საბინაო ამხანაგობა მიიღებს მათ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას, რუსთავის მერიის ინიციატივით ეზოებში ავტოფარეხების ნაცვლად გასართობი ან დასასვენებელი სივრცე გაკეთდება.