მსუბუქი ავტომობილი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა

თოდრიას ქუჩაზე ფეხითმოსიარულეს ,,ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, 85 წლამდე ქალბატონი მაღაზიიდან გამოვიდა,ნივთებს ათვალიერებდა და პარალელურ რეჟიმში გზას კვეთდა,რა დროსაც მანქანის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა.

ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმების თქმით,ასაკოვანი ქალბატონო შემოყვანისას კონტაქტური იყო და ამ დროისთვის მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.