ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.