ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ

ყოფილ დეპუტატ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ძმამ, გიორგი რურუამ გაავრცელა.

ნიკა რურუას დღეს ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ, 15:00 საათზე კი დაკრძალავენ.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.