პროექტი “ურბანული თამაშების ჰაკათონი” გაიხსნა

ბიზნესცენტრ სასტუმრო “რუსთავის” საკონფერენციო დარბაზში „ურბანული თამაშების ჰაკათონმა“ აიღო სტარტი. პროექტში ჩართვის სურვილი ამ დროისთვის 19–მა ახლაგაზრდამ გამოთქვა. ურბანული თამაშების ჰაკათონს კრეატიული განვითარების ცენტრი, რუსთავის მერიისა და ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.

ჰაკათონში ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც სამაგიდო თამაშებს, მობილურ ან კომპიუტერულ აპლიკაციებს ქმნიან, რომლის საშუალებითაც მოქალაქეესბს ქალაქის მართვის პროცესში ჩართვა და თანამონაწილეობა გაუადვილდებათ.

ჰაკათონზე გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯლდოვდებიან. პროექტი ინოვაციური, კრეატიული მიდგომებისა და იდეების წახალისებას ისახავს მიზნად.