რუსთავის პენსიონერთა კავშირმა პენსიონერებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

რუსთავის პენსიონერთა კავშირმა პენსიონერებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დეკემბერში დაბადებული პენსიონერებისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გამართა .

პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარემ იუბილარ პენსიონერებს დაბადების დღე პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა .

ღონისძიებას პენსიონერთა კავშირის და რუსთავის კერძო სექტორის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა ,კერძოდ “მადაგონმა ” საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.ღონისძიებას ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.