რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, სპექტაკლი წარმოადგინეს

რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა “ფიფქია და შვიდი ჯუჯას” მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინეს. მუსიკალური ნომრებით გაფორმებული წარმოდგენა ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მას ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შშმ პირთა დღის ცენტრი უკვე 20 წელია ფუნქციონირებს. ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა მომავალი წლიდან ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები გაეზრდებათ, რაც დამატებითი სტიმული იქნება პედაგოგებისთვის და ცენტრის პერსონალისთვის.