სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარეს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ 18 დეკემბერს მიმართა.