,,რუსთავი” VS ,,ტიტები” ანგარიშით 81:86 დასრულდა

სუპერლიგის მეშვიდე ტურში შსს-ს აკადემიის ,,ტიტებმა” რუსთავის ,,რუსთავი” 86-81 დაამარცხა.
რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში რუსთავის სუპერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის ,,რუსთავი” და შსს-ს აკადემიის გუნდი
,,ტიტები”დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმი სტუმრების უპირატესობით 43-45 დასრულდა,საბოლოო გამარჯვებაც ,,ტიტებმა” მოიპოვეს. შემდეგი თამაში 29 დეკემბერს გაიმართება. სუპერლიგის მერვე ტურში რუსთავი თბილისის ,,კაკტუსს” დაუპირისპირდება