“ქალაქის საავადმყოფოში მიმღებში ზიან არაადამიანები”-ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“ნუ მოკლედ, ბევრი ვითმინე დამეწერა თუ არა აქ, მაგრამ ქალაქის საავადმყოფოში მიმღებში ზიან არაადამიანები. 39 კვირის ორსული მივედი დღეს თერაპევტმა ფილტვები მომისმინოს თქო საშინელი ხველა მაქვს და დაბალი სიცხეები თქო. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ნახევარი თავი მტკიოდა თქო და ექიმი, ვინც გყავს სადაც აღრიცხვაზე ხარ იქ წადიო…. თითქოს თანხას არ ვიხდიდი უფასოდ მივდიოდი…. მომისმინოს, ფილტვები გადავიხდი და თუ დამჭირდა წავალ ჩემს ექიმთან თქო, თბილისში ვარ აღრიცხვაზე თქო. სისხლის ანალიზი დაგჭირდებაო რენდგენიო და ასე შემდეგ…. მეთქი მომისმინოს და მე გადავწყვეტ მერე რას ვიზავ თქო… თერაპევტთან რომ შეხვალ ვერ გადაწყვეტ შენ ის რასაც გადაწყვეტს ის უნდა გაკეთდესო….. გამარკვიეთ 39 კვირის ორსულს რენდგენს უკეთებს ვინმე?????? ერთი სიტყვით უკან ისე გამომიშვეს ამხელა მუცლით ფონეიდოსკოპის დადება ფილტვებზე, რომელიც 45 ლარი ღირდა ისიც არ გამიკეთეს.:@ :@ ამას ყველა ჯგუფში დავწერ იმიტომ რომ მინდა წაიკითხონ მომსახურე პერსონალმა რომ ამ დროს ქალს მარტო მისი სიცოცხლე არ აბარია… მოდის შენთან 2 ადამიანი და ფეხებზე იკიდებ უშვებ სახლში ისე რომ არც უშვებ გასასინჯად :@:@:@ ცხოველები ხართ!!!!!!!!”