შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მასშტაბით, 2018 წლის, საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მასშტაბით, 2018 წლის, საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა, პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და ვრცლად ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, სპორტული ობიექტების, სკვერების, გაზიფიცირების, სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ. შოთა რეხვიაშვილმა 2019 წლის რეგიონის განვითარების გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას კონკრეტული პროექტები გააცნო.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის საანგარიშო შეხვედრას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.