ცესკოს თავმჯომარედ კვლავ თამარ ჟვანია არიჩიეს

ცესკოს თავმჯომარედ კვლავ თამარ ჟვანია არიჩიეს.
მან რვა ხმა მიიღო.

თამარ ჟვანიამ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, სწორედ ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა ცენტრალური კომისიის ცხრა წევრმა მიიღო. როგორც მან სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყვნენ, მან სხდომის წაყვანასა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემც.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე კიდევ ორი კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ წარდგენილნი.