ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.

ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება.

ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 8–13 გრადუსი იქნება; თბილისში – 9 გრადუსი.

10 დეკემბერიდან  საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.