აეროპორტში 12 ადამიანი დაშავდა

ქარიშხლის შედეგად,  სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა ანტალიის აეროპორტში . ამის შესახებ ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა მიუნირ ქარალოღლუმ განაცხადა.

„აეროპორტის ტერიტორიაზე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა. ასევე დაზიანებულია ორი თვითმფრინავი და საპოლიციო ვერტმფრენი. 12 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.